მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისი-სენაკის ცენტრალურ მაგისტრალზე.
სოფელ საღოლაშენთან საპირისპირო მიმართულებით მოძრავი "მერსედესისა" და "ოპელის" მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ.
ადგილზე გარდაიცვალა ოპელის მძღოლი. მანქანაში მყოფი სამი მგზავრი კი ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარიის ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
internet.ge