GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სალომე მახარაძე: ლაშა შუშანაშვილის საქართველოში ყოფნის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ
19:12 06.10.2012
დღის სიახლეები

ე.წ. "კანონიერი ქურდის" ლაშა შუშანაშვილის საქართველოში ყოფნის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ინფორმაციას არ ფლობს.

როგორც „ინტერნერტ.ჯი“-ს სალომე მახარაძემ განუცხადა, კრიმინალური ავტორიტეტების ქვეყნიდან გასვლის, ან მათი უკან დაბრუნების შესახებ, ინფორმაცია სამინისტროში არ შესულა.

„ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების საქართველოში შესაძლო შემოსვლის შესახებ განაცხადი უნდა შევიდეს შესაბამის განყოფილებაში, რის შემდეგაც ამ ინფორმაციაზე მოკვლევა დაიწყება. რაც შეეხება შუშანაშვილს, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ“, - აღნიშნა მახარაძემ.

შუშანაშვილის მშობლიურ ქალაქ რუსთავში ჩასვლის შესახებ ინფორმაცია სააგენტო „ივერონმა“ გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის იანვარში  ლაშა შუშანაშვილი, რომელიც ლაშა რუსთავსკის სახელით არის ცნობილი, ბერძენმა სამართალდამცველებმა დააკავეს. სპეცოპერაცია ათენში, ერთ-ერთ სასტუმროში ჩატარდა. მას ბრალი კრიმინალური დაჯგუფების შექმნაში, ფულის გათეთრებაში, იარაღის უკანონო ტარებასა და მკვლელობის ორგანიზებაში ედებოდა. 


ლაშა შუშანაშვილი, რუსული მაფიის ლიდერების დედ ხასანისა და ზაქრო კალაშოვის დაჯგუფების წევრად ითვლებოდა. თავის დროზე ლაშა რუსთავსკი ტარიელ ონიანთან დაახლოებულ პირადაც მოიაზრებოდა, თუმცა ბოლო წლებში დანაშაულებრივი დაჯგუფებები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. 

შუშანაშვილს რუსეთის მოქალაქეობაც ჩამოართვეს და პერსონა ნონ გრატას სტატუსით, ქვეყნიდან გააძევეს. ბოლო წლების განმავლობაში ის ევროპას აფარებდა თავს და რუსული მაფიის სხვადასხვა სფეროს კურირებდა. 

კრიმინალის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი მაშინ საგარეო უწყებაშიც გააკეთეს. მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის განცხადებით, შუშანაშვილს არა მხოლოდ საქართველო, არამედ ესპანეთიც ეძებდა და შესაბამისად, მინისტრის მოადგილის განცხადებით, დამნაშავის ექსტრადიციას ორივე ქვეყანა ითხოვდა, თუმცა მაშინ, ბერძენმა სამართალდამცავებმა შუშანაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
არბელოა: “ბარსელონა”! შენი დიდების დღეები დასრულდა”1
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სოფიოს ხსენების დღეს აღნიშნავს2
ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში შევიდა3
პარლამენტი 2013 წლის ბიუჯეტის გადახედვას იწყებს4
მერვე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაიწყო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X