ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში "ქართული ოცნების" ლიდერები მთავრობის
ფორმირების შესახებ კიდევ ერთხელ იმსჯელებენ.
მომავალი მინისტრთა
კაბინეტის შემადგენლობაზე აქტიური კონსულტაციები გუშინ დაიწყო. ბიძინა ივანიშვილთან
სასაუბროდ იმყოფებოდა კოალიციის ლიდერთა თითქმის სრული შემადგენლობა, თუმცა არც ერთ
მათგანს მიღებულ გადაწყვეტილებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.
როგორც დავით უსუფაშვილმა
ბიზნესცენტრთან შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობის ფორმირება თითქმის დასრულებულია,
ხოლო ინფორმაციას, თუ ვინ რა თანამდებობას დაიკავებს, კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი 8 ოქტომბერს გაახმოვანებს.
Internet.ge