საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა პატიმრობიდან
გათავისუფლდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით
მას სასჯელი შეუმსუბუქეს და 12 დღით ადრე გაათავისუფლეს.
ნიკა ჯანჯღავამ დიღომში პოლიციის მთავარი სამმართველო გვიან ღამით დატოვა.
ღირსების ორდენის კავალერი და პირველი რეინჯერი პოლიციის
თანამშრომლის მოწოდებაზე დაუმორჩილებლობის გამო 20 აგვისტოს დააკავეს. ჯანჯღავას ადმინისტრაციულ
პატომრობაში ყოფნის ვადად 60 დღე განესაზღვრა, თუმცა მოსამართლემ ეს ვადა 12 დღით შეამცირა.
Internet.ge