ვაქირში „ქართული ოცნების“ აქტივისტმა სოფლის ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია
გვიან ღამით, ინციდენტი მოხდა სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში. 20 წლის ადგილობრივმა გიორგი ნანობაშვილმა სოფლის ადმინისტრაციული შენობის
მინები ჩაამსხვრია. ნანობაშვილი მრავლობითი დაზიანებით სიღნაღის რაიონულ კლინიკაშია
გადაყვანილი.
ახლობლები და თვითმხილველები მომხდარის
გამომწვევ სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ. მათივე თქმით, ნასვამი გიორგი ნანობაშვილი
ამტკიცებდა, რომ იგი გამგებელი უნდა გამხდარიყო. გავრცელებული ინფორმაციით, იგი კოალიცია
„ქართული ოცნების“ აქტივისტია.
Internet.ge