დღეს, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში მსახიობები და ხელოვნების სფეროს სხვა წარმომადგენლები
მივიდნენ. ისინი "ქართული ოცნების" ლიდერს გამარჯვებას კიდევ ერთხელ მიულოცავენ და სადღესასწაულო
სადილს დაესწრებიან.
ბიზნესცენტრში მივიდნენ ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურანდა
გაბუნია, კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი.
„მე თორმეტი წელია აქ დავდივარ, ყოველ შაბათ-კვირას
მოვდივართ, ვიკრიბებით, ვსაუბრობთ, დღეს კი ხელის ჩამოსართმევად და მისალოცად მოვედით,“-
განაცხადა გივი ბერიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
Internet.ge