საქართველოს პრეზიდენტი თბილისობის დღესასწაულზე აბანოთუბანს ესტუმრა და რეაბილიტირებული ლეღვთახევი დაათვალიერა.
მიხეილ სააკაშვილი თბილისობის სტუმრებს შეხვდა და გაესაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.
პროექტის ფარგლებში მოეწყო დასასვენებელი ადგილები, ტურისტული ბილიკები და მდინარეზე აიგო მცირე ზომის ხიდები, გამწვანდა მიმდებარე ტერიტორია და რესტავრაცია ჩაუტარდა ხევზე გადმოკიდებულ სახლებს.
Internet.ge