მოსკოვში, ტელეცენტრ „ოსტანკინოსთან“ ოპოზიციისა და მათი
მხარდამჭერების მიტინგი მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები თავისუფალ ტელევიზიას,
სახელმწიფო არხების ხელმძღვანელების გადადგომას და საზოგადოებრივი ტელევიზიის
შექმნას მოითხოვენ.
პარტია „იაბლოკოს“ ლიდერმა სერგეი მიტროხინმა გაიხსენა, რომ
ზუსტად 11 წლის წინ „მოხდა „ნტვ“-ს შტურმი, რომელიც რეალურად დამოუკიდებელი იყო“,
დღევანდელი პოლიტიკური სისტემა კი პუტინისა და მისი დაჯგუფების ხელში ელიტის
ბატონობას აკანონებს.
აქცია არასანქცირებული იყო. მის ორგანიზატორებს მერიამ
მიტინგის ჩატარებაზე უარი
უთხრა.
არა მარტო ოპოზიციის, არამედ რუსეთის საზოგადოების დიდი
ნაწილის პროტესტი გამოიწვია ტელეკომპანია „ნტვ“-ს ეთერში გასულმა ფილმმა „პროტესტის ანატომია“, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით
გამართულ საპროტესტო აქციებში, ადამიანები ფულის სანაცვლოდ მონაწილეობდნენ.
მოგვიანებით გაირკვა, რომ აღნიშნული ფილმის გადაღებაში „ნტვ“-ს უშუალოდ კრემლიდან
აძლევდნენ მითითებებს.
Internet.ge