მოქმედი ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრა,
მთავრობის კანცელარიაში ამ წუთებში მიმდინარეობს.
შეხვედრას „ქართული ოცნებიდან“ ესწრებიან: ირაკლი ღარიბაშვილი, სოზარ
სუბარი, დავით უსუფაშვილი და ირაკლი ალასანია, ხოლო მოქმედი ხელისუფლებიდან: გიგა
ბოკერია, დავით ბაქრაძე, პავლე კუბლაშვილი და გიგი უგულავა.
შეხვედრის დაწყების წინ მხარეებმა, მედიის წარმომადგენლებთან
კომენტარის გაკეთება არ ისურვეს და განაცხადეს, რომ შეფასებას შეხვედრის
დასრულების შემდეგ გააკეთებენ.
არსებული ინფორმაციით საუბარი შეეხება პრეზიდენტისა და კოალიცია
„ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას, რომელიც სავარაუდოდ ხვალ
უნდა გაიმართოს. ასევე, საუბარი შეეხება იმ პირებს, რომლებიც სამთავრობო
ტრანზაციის მიზნით სხვადასხვა უწყებებში დღეიდან უნდა შევიდნენ.
რაც შეეხება მედიის მუშაობას, ჟურნალისტებს კანცელარიის პირველ
სართულზე, უწყებათაშორისი კომისიის პრესსამსახურის მიერ შესაბამისი პირობები აქვს შექმნილი. შეხვედრის
კადრები პრესსამსახურის ვებ-გვერდზე აიტვირთება.
internet.ge