კომპანია „დექსუსის“ ოფისთან, იმ მოქალაქეებმა, რომლებიც კომპანიისგან
ბინებს ელოდებიან, საპროტესტო აქცია გამართეს. მოგვიანებით კი შენობაში შეიჭრნენ
და ხელმძღვანელობასთან დალაპარაკება სცადეს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი ვალდებულებას მოქალაქეების მიმართ არ
იხსნიან.
აქციის მონაწილეებმა, კომპანიას სამი მოთხოვნა წაუყენეს. ისინი
ითხოვენ: ბინების საკუთრებაში გადაცემას, დაყადაღებული ქონებისთვის ყადაღის
მოხსნას და ფინანსების გამჭვირვალობას.
მოქალქეები აღნიშნული პრობლემების მოგვარებას 10 დღის ვადაში ითხოვენ,
წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის გამართვას გეგმავენ.
internet.ge