ვაკო ავალიანი: დაინიშნება ბატონი ირაკლი მინისტრად და გაიგებთ ვიქნები თუ არა მისი მოადგილე
გავრცელებული ინფორმაციით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი
ლიდერის, ირაკლი ალასანიას პრესსპიკერი ვაკო ავალიანი თავდაცვის მინისტრის
მოადგილედ ინიშნება.
აღნიშნული ინფორმაცია „ინტერნეტ.ჯი“-სთან საუბრისას თავად ავალიანმა
არც უარყო და არც დაადასტურა.
„დაინიშნება ბატონი ირაკლი თავდაცვის მინიტრად და შემდეგ გაიგებთ
ვიქნები თუ არა მისი მოადგილე“,- აღნიშნა ავალიანმა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ალასანია თავდაცვის
მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა.
როგორც კოალიციის ლიდერმა აღნიშნა, ყველა მინისტრი მოადგილეებს თავად
აირჩევს.
internet.ge