კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ალასანიას
განცხადებით, კოალიციის წარმომადგენლები სახელმწიფო უწყებებში დღეიდან შევლენ.
როგორც მთავრობის კანცელარიაში გამართული შეხვედრის შემდეგ ალასანიამ
ჟურნალისტებს განუცხადა, კოალიციის წარმომადგენლებს სახელმწიფო უწყებებში რაიმე
სახის გადაწყვეტილებების მიღების უფლება არ ექნებათ.
„დღეიდან დაიწყება ჩვენი წარმომადგენლების უწყებებში შესვლა. მათ რაიმე გადაწყვეტილების მიღების უფლება არ
ექნებათ, რადგან ეს იქნება გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. ჩვენი
წარმომადგენლები გაეცნობიან უწყებებში არსებულ სიტუაციას და ინფორმაციას მოგვაწვდიან. მიმდინარე კვირის
ბოლოს ხელისუფლების გადაბარების ჯგუფი კვლავ შეიკრიბება და მიღებული ინფორმაციები
იქნება განხილული“,- აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
სახელმწიფო კანცელარიაში, მოქმედი ხელისუფლებისა და არჩევნებში
გამარჯვებული "ქართული ოცნების" სამუშაო ჯგუფების წევრებს შორის
კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართა.
internet.ge