მთავრობის გადაწყვეტილებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის
რეორგანიზაცია განხორციელდა.
აქამდე ცენტრი საჯარო სამართლის იურიდიული პირი იყო, გიორგი უგულავას
ხელმოწერილი დადგენილებით კი, ცენტრის სამართლებრივი ფორმა შეზღუდული
პასუხისმგებლობის პირი გახდა.
დადგენილების მიხედვით, მთავრობა 100 პროცენტიანი წილის მფლობელია.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და ის უკვე ძალაში
შევიდა.
Internet.ge