ცნობილი გახდა ნორვეგიელი
ტერორისტის - ანდერს ბრეივიკის ბავშვობის შოკისმომგვრელი დეტალები.
მას მძიმე ბავშვობა
ჰქონდა, დედა კი შვილში თავიდანვე ხედავდა მკვლელს, თუმცა თავადაც სასტიკად
ეპყრობოდა მას.
ეს ინფორმაცია ფსიქოლოგთა
კვლევებშია ასახული, რომელიც წიგნად გამოქვეყნდა.
ფსიქოლოგების თქმით,
ბრეივიკის დედა ვენკე ბერინგი მისი შვილის აგრესიულობას ჯერ კიდევ მაშინ გრძნობდა,
როცა ძუძუს აჭმევდა. ხოლო როცა ის 4 წლის გახდა, დედა შვილს სცემდა, სექსულაურად
რყვნიდა და ეუბნებოდა, რომ მისი სიკვდილი სურდა.
„დედას და ანდერსს ერთ
საწოლში სძინავთ, მათ შორის ძალიან მჭიდრო ფიზიკური კონტაქტია,“ - წერია
ფსიქოლოგების მოხსენებაში, რომელიც ჯერ კიდევ 1983 წელსაა დაწერილი, როცა
ბრეივიკმა დედასთან ერთად ფსიქიატრიულ კლინიკაში რამდენიმე კვირა გაატარა.
ფსიქოლოგები ტერორისტის დედას
აღწერენ, როგორც „ძალიან რთულ ქალს“.
ის შვილთან ურთიერთობაში
მოულოდნელად იცვლიდა ხმას: მშვიდი საუბრიდან უცბად გადადიოდა აგრეისულ და ხამამღალ
ტონალობაზე, ამ ყველაფერმა კი ისედაც აგრესიული მოზარდის ფსიქიკის ფორმირებაზე
თავისი უარყოფითი გავლენა იქონია.
Internet.ge