თამაზ თამაზაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს
17:20 09.10.2012
|
დღის სიახლეები
|
თამაზ თამაზაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებას 11 ოქტომბერს, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, დატოვებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, დღეს,
უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ პროკურორსა და მსჯავრდებულ თამაზ თამაზაშვილს შორის დადებული საპროცესო
შეთანხმება დაამტკიცა. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის
განაჩენით, თამაზ თამაზაშვილი მსჯავრდებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღის და
ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და
ტარებაში და მას 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
განაჩენი უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ.
თამაზ თამაზაშვილი სასჯელს 2011 წლის 11 ოქტომბრიდან იხდის.
უზენაეს სასამართლოში საქმის საკასაციო წესით განხილვისას მხარეების მიერ შეტანილ იქნა საპროცესო შეთანხმება სასჯელზე.
სასამართლომ
მსჯავრდებულს დაწვრილებით განუმარტა მისი უფლებები, შესაბამისად,
სასამართლო დარწმუნდა, რომ დაცული იყო საპროცესო შეთანხმების დადების ყველა
წინაპირობა, ამასთან, მხარეებმა (მსჯავრდებულმა, მისმა ადვოკატმა და
პროკურორმა) სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათ შორის
ნებაყოფლობით მოხდა შეთანხმება სასჯელზე.
უზენაესმა სასამართლომ
დაამტკიცა მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება და მსჯავრდებულ
თამაზ თამაზაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების
აღკვეთა. შესაბამისად, თამაზაშვილს ერთწლიანი პატიმრობის ვადა 11 ოქტომბერს გასდის.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|