GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქსტატის თანამშრომლებს შვედი სპეციალისტები ტრენინგებს უტარებენ
17:32 09.10.2012
დღის სიახლეები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და შვედეთის სტატისტიკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქსტატში შვედი სტატისტიკოსების ვიზიტი მიმდინარეობს.

აღნიშნული ვიზიტის მიზანია საქსტატის თანამშრომელთა ტრენინგს პროგრამულ უზრუნველყოფა PC-Axis-ში.

„PC-Axis საშუალებას აძლევს ინფორმაციის მომხმარებლებს შექმნან საკუთარი მონაცემთა ბაზები და დაცული ინფორმაციის საფუძველზე ახალი ცხრილები ამ ბაზებში, ხოლო შემდეგ გადაიყვანონ ეს ცხრილები სასურველ ფორმატში, წარმოადგინონ ინფორმაცია გრაფიკული სახით და ა.შ. პროგრამის საბოლოო მიზანს წარმოადგენს ინფორმაციის გავრცელება ინტერნეტის მეშვეობით. საქსტატი ერთადერთი უწყებაა საქართველოში, რომელიც ამ პროგრამის უვადო ლიცენზიას ფლობს“, – აღნიშნულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

საქსტატსა და შვედეთის სტატისტიკას შორის 3-წლიანი თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში შვედეთის სტატისტიკა საქსტატს ტექნიკურ დახმარებას უწევს ინფლაციის, მთლიანი შიდა პროდუქტის, თანამშრომელთა ტრენინგის, და სხვა ძირითადი სტატისტიკური კომპონენტების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. პროექტი მთლიანად დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბიძინა ივანიშვილი: ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ აქვს1
პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ავრცელებს (VIDEO)2
საქსტატის თანამშრომლებს შვედი სპეციალისტები ტრენინგებს უტარებენ3
დავით ბაქრაძე: კონსტიტუციურად პრემიერ-მინისტრს საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს4
მოსკოვის მერიამ ოპოზიციას მილიონების მარშის გამართვაზე უარი უთხრა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X