ირაკლი იაშვილი: ჩვენ თავს საკადრო ობიექტებად არ განვიხილავთ, შესაბამისად სხვაც ვერ განგვიხილავს
„ქართული ოცნების“ ოფისში ეკონომიკური გუნდის დაკომპლექტების
შესახებ კონსულტაციები გვიან ღამით დასრულდა.
ყოფილ სათბობ-ენერგეტიკის მინისტრს დავით მირცხულავას
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მედიასთან
საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ახალი მემარჯვენეების ყოფილმა წევრმა ირაკლი იაშვილმა.
მისი თქმით, გამართული შეხვედრა მხოლოდ თემატური ხასიათის
იყო და არანაირ საკადრო შეთავაზებას ადგილი არ ჰქონია.
„საკადრო შეთავაზებები არ ყოფილა, ჩვენ არ განვიხინელებით
საკადრო ობიექტებად, პირველ რიგში ჩვენს თავს არ განვიხილავთ, შესაბამისად სხვაც ვერ
განიხილავს. შედგა თემატური საუბრები იმაზე, თუ რომელი სამინისტროების ოპტიმიზაცია
შეიძლება მოხდეს, რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში რამდენიმე ზედმეტი სამინისტრო
არსებობს,“- განაცხადა ირაკლი იაშვილმა.
Internet.ge