თამაზ
თამაზაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღეს, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვებს.
ადვოკატ შალვა
თადუმაძის განცხადებით, თამაზაშვილს სასჯელის ვადა 11 ოქტომბერს გასდის, თუმცა პატრიარქის კურთხევით, პატიმრებს ვადის გასვლამდე ერთი დღით ადრე ათავისუფლებენ.
შეგახსენებთ, რომ
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის განაჩენით, თამაზ თამაზაშვილი მსჯავრდებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში და მას 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
განაჩენი უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ.
თამაზ
თამაზაშვილი სასჯელს 2011 წლის 11 ოქტომბრიდან იხდის. უზენაეს სასამართლოში, საქმის საკასაციო წესით განხილვისას, მხარეების მიერ შეტანილ იქნა საპროცესო შეთანხმება სასჯელზე. უზენაესმა სასამართლომ დაამტკიცა მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება და მსჯავრდებულ თამაზ თამაზაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
internet.ge