საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს კიდევ ერთი მოადგილე დაემატება.
აღნიშნული ინფორმაცია „საკანონმდებლო
მაცნეში“ გამოქვეყნდა.
ცნობისთვის, აქამდე უშიშროების საბჭოს მდივანს ოთხი მოადგილე ყავდა.
ამასთან,
უქმდება საბჭოს აპარატში მოქმედი საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მრჩეველის თანამდებობა.
როგორც მაცნეში გამოქვეყნებული
დოკუმენტიდან ირკვევა, აღნიშნული ცვლილება
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად მოხდა.
internet.ge