“ნაციონალური
მოძრაობის”
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, როლანდ ახალაიას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ლაშა დამენია
შესაძლოა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად დაინიშნოს.
„ინტერნეტ.ჯი“-ს ინფორმაციით ამ საკითხზე
კონსულტაციები დღეს დილიდან მომდინარეობს.
„არაფერია გადაწყვეტილი. ამ ეტაპზე ესაა
ჩემი კომენტარი“,- განაცხადა დამენიამ.
ცნობისთვის, გუბერნატორის პოსტი „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის“ სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა გურამ მისაბიშვილმა არჩევნებამდე დატოვა.
internet.ge