ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში ვაკანტურ თანამდებობებზე კონსულტაციები მიმდინარეობს
ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში 6 ვაკანტურ თანამდებობაზე კონსულტაციები მიმდინარეობს. შეხვედრას, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დაიწყო კოალიციის ლიდერები: დავით უსუფაშვილი, ირაკლი ალასანია, სოზარ სუბარი, დავით საგანელიძე და სხვა პოლიტიკოსები ესწრებიან.
შეხვედრის მთავარი თემა ვაკანტური ადგილები იქნება. როგორც დავით საგანელიძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ახალი მინისტრების ვინაობას საზოგადოებას უახლოეს პერიოდში ბიძინა ივანიშვილი თავად აცნობებს.
შეგახსენებთ, რომ დავით მირცხულავამ და ირაკლი იაშვილმა ეკონომიკური გუნდის დაკომპლექტების შესახებ მოლაპარაკებებში გუშინ მიიღეს მონაწილეობა.
internet.ge