თანამემამულის სტატუსის მიმნიჭებელი კომისიის სხდომა გაიმართა
16:14 10.10.2012
|
დღის სიახლეები
|
დღეს, 14 საათზე, მთავრობის კანცელარიის სხდომათა დარბაზში თანამემამულის სტატუსის მიმნიჭებელი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. თანამემამულის სტატუსის მიმნიჭებელი კომისიის თავმჯდომარეა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია.
კომისია შეიკრიბა რათა განეხილა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში თანამემამულის სტატუსის მისაღებად შემოსული განცხადებები. ამ განხილვის შედეგად კომისიამ თანამემამულის სტატუსი მიანიჭა 38 პიროვნებას.
2012 წლის 1-ელი მარტიდან ძალაში შევიდა "კანონი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ", რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის ნოემბერში მიიღო. კანონპროექტი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მომზადდა და ითვალისწინებს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის განსაზღვრას და შესაბამისი ორგანოების დასკვნების საფუძველზე თანამემამულის დამადასტურებელი მოწმობის გაცემას.
თანამემამულის სტატუსის მქონე უცხოეთის მოქალაქეებს გარკვეული პრივილეგიები მიენიჭებათ: ისინი შეძლებენ განსაზღვრული ვადით იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, უფლებამოსილნი იქნებიან სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ ზოგადი და უმაღლესი განათლება საქართველოში, წარმოადგენდნენ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სპორტის ამა თუ იმ სახეობაში.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|