პირველი არხის ხელმძღვანელად შალვა რამიშვილისა და მამუკა არეშიძის კანდიდატურა განიხილება
შალვა რამიშვილმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის ტერიტორია ამ
წუთებში დატოვა.
მან „ინტერნეტ.ჯი“-სთან საუბარში განაცხადა, რომ არ მონაწილეობდა მიმდინარე
კონსულტაციებში და აღნიშნა, რომ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად იყო
მოსული, რადგან ამ დრომდე არ ყავდა ნანახი და პირადად მიულოცა არჩევნებში
გამარჯვება.
მან აღნიშნა, რომ ის აქამდეც გამოხატავდა სიმპატიებს ბიძინა
ივანიშვილის მიმართ.
გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის საზოგადოებრივი მაუწყებლის
ხელმძღვანელად მოიაზრება, შალვა რამიშვილმა ამჯერადაც უარყო.
როგორც კულუარებში საუბრობენ, პირველი არხის ხელმძღვანელად შალვა
რამიშვილისა და მამუკა არეშიძის კანდიდატურა განიხილება.
internet.ge