ცენტრალური საარჩევნო კომისიის
გადაწყვეტილებით, შვიდ
საარჩევნო უბანზე მაჟორიტარული წესით ხელახალი არჩევნები
გაიმართება.
სიღნაღის ნომერ მე-5, გორის მე-4,
ხაშურის მე-3, მე-8, მე-10, 45-ე და 46-ე საარჩევნო უბნებზე განმეორებითი
კენჭისყრა 14 ოქტომბერს ჩატარდება.
შეგახსენებთ,
რომ სასამართლო დავები ისევ
მიმდინარეობს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესულ ახალ საჩივრებს ცესკო დღეს
გამართულ სხდომაზე განიხილავს.
ასევე, სასამართლოებში
პოლიტიკური სუბიექტების მიერ წარდგენილი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული
სარჩელების განხილვა გრძელდება.
internet.ge