კიევში აქცია
ჩატარდა, რომელზეც სიმბლოურად ჩამოახრჩეს საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვის ფიტული,
რომელიც ერთიანი ქვეყნის ნგრევაში დაადანაშაულეს.
აქცია ორგანიზაცია „ზუბრ“-ის აქტივისტებმა გამართეს, რომლებმაც
მანამდე სლავებისა და სხვა საბჭოთა ხალხების წინააღმდეგ გენოციდის შესახებ
საერთაშორისო საზოგადოებრივი ტრიბუნალი ჩაატარეს და დაადგინეს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ხდება უკანონობა,
რომელიც მთელი რიგი ხალხების მიმართ გენოციდს ნიშნავს.
აქტივისტების თქმით, სწორედ გორბაჩოვს უნდა
ეკისრა პასუხისმგებლობა, რათა არ დაეშვა ქვეყნის რღვევა.
ორგანიზაცია „ზუბრი“ მიიჩნევს, რომ უკრაინამ „დამოუკიდებლობის წლებში“ დაკარგა 7
მილიონ მოქალაქეზე მეტი, რაც მხოლოდ 2 მილიონით აღემატება დიდი სამამულო ომის
დროინდელ ადამიანურ დანაკარგებს.
სწორედ ამ ტრიბუნალის მიერ გამოტანილი ვერდიქტი - სიკვდილით დასჯა ჩამოხრჩობით - აღასრულეს
ორგანიზაციის წევრებმა. შემდგომ ეტაპზე იგეგმება უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის -
ლეონიდ კრავჩუგის მიმართ ტრუბუნალის მოწყობა და მის მიმართ გამოტანილი სასჯელის
აღსრულება.
Internet.ge