ახალი მთავრობის ეკონომიკური გუნდის ფორმირებაზე კონსულტაციები
გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრის პოსტზე ირაკლი მანაგაძის
კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ განცხადება კობა დავითაშვილმა დღეს, ბიძინა
ივანიშვილის ბიზნესცენტრში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
გია ხუხაშვილის განცხადებით კი, აღნიშნულ პოსტზე ბევრი კანდიდატურა
განიხილება, მათ შორის ირაკლი მანაგაძის.
„მანაგაძე მაღალი დონის სპეციალიტია და მისი ამ თანამდებობაზე განხილვა
არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
Internet.ge