ბიძინა ივანიშვილის მიერ „ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტის თანამდებობაზე
დასახელებული ნოდარ ჯავახიშვილი ბანკის მოქმედ ხელმძღვანელ გიორგი ქადაგიძეს
თანამდებობიდან საკუთარი ნებით წასვლას ურჩევს.
როგორც „ქართუ ბანკის“ დირექტორმა „itv”-ს
პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტი ქადაგიძის
იმპიჩმენტის საკითხს მხარს დაუჭერს.
„მე ვურჩევ ბატონ ქადაგიძეს, რადგან მთავრობის გადაბარება მიდინარეობს
მანაც დატოვოს დაკავებული თანამდებობა. იმის მიუხედავად, რომ მას პრეზიდენტი 7
წლის ვადით ნიშნავს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მისი იმპჩმენტის საკითხს
დავაყენებთ, რაც ძალიან მარტივი საქმეა. საჭიროა პარლამენტართა 1,3 ის თანხმობა, ხოლო
საქმეები, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრალეულობა დგინდება უზენაეს სასამართლოს გადაეგზავნება“,- აღნიშნა ჯავახიშვილმა
და იქვე დასძინა, რომ მისი ინფორმაციით, მოქმედმა ხელმძღვანელმა გადადგომის შესახებ
განცხადება დაწერა, თუმცა მას „ეს განცხადება თავზე გადაახიეს“.
კოალიციის წევრმა ერთ-ერთ კანონდარღვევად ბანკის საინკასაციო ჯგუფზე
განხორციელებული თავდასხმა დაასახელა.
„იმპიჩმენტის საკითხის დასაყენებლად თავისუფლად გამოდგება საკუთარი
თანამშრომლების მიმართ განხორციელებული თავდასხმა. როცა ქადაგიძის ბრძანებით
ბანკის თანამშრომლებს სპეცრაზმი შეუგზავნეს, შემდეგ კი ბატონმა გიორგიმ თავი იმართლა. მინდა ვთქვა, რომ საერთაშორისო დონეზე პოლიტიკოს
ბევრი ნიუანსი შეიძლება ეპატიოს, მაგრამ ეროვნული ბანკიდან ფულის გატანა,
საბუთების განადგურება სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულია“,- დასძინა
ჯავახიშვილმა.
კოალიციის წევრმა მისი
აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გარკვეული ბანკების მმართველების
პასუხისმგებლობა არ გამორიცხა.
„იცით თქვენ, რომ ყველა ბანკმა 12 თვეში უნდა გაიაროს შემოწმება. თუ
დადგინდება მათი ბრალეულობა აუცილებლად უნდა აგონ პასუხი. მათ შორის იმ
თანამშრომლებმაც, რომლებიც ბანკიდან პროკურატურას აწვდიდნენ ინფორმაციებს. მე თუ
მკითხავთ, ის დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც არსებობს, უნდა მოისპოს. პასუხი უნდა
აგოს ყველა პირმა. მათ შორის შევარდნაძემ და სააკაშვილმაც“,- განმარტა „ქართუ
ბანკის“ დირექტირმა.
Internet.ge