მურმან დუმბაძე საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი იქნება.ამის შესახებ ჟურნალისტებს ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანზორ თხილაიშვილმა ივანიშვილის ბიზნესცენტრში გამართული კონსულტაციების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით,
დღევანდელ შეხვედრაზე სხვა საკადრო საკითხები არ განხილულა.
„დღევანდელ შეხვედრაზე მურმან დუმბაძის კანდიდატურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე განიხილებოდა, თუმცა ამ ეტაპზე
მიღებულია გადაწყვეტილება, რომ იგი საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი იქნება“,- განაცხადა თხილაშვილმა.
Internet.ge