ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, ის ბიძინა
ივანიშვილის ბიზნესცენტრში მიმდინარე ეკონომიკური გუნდის ფორმირებისასთან
დაკავშირებით მიმდინარე კონსულტაციებში აქტიურად იღებს მონაწილეობას. ამის შესახებ
„ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტობის თანამდებობაზე წარდგენილმა ჯავახიშვილმა „ITV“-ს პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას
განაცხადა.
„ბიზნესცენტრში მიმდინარე კონსულტაციებზე 2-
ჯერ ვიყავი. სიმართლე გითხრათ ეკონომიკური
გუნდი, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი და კოალიციის სხვა წევრები მსჯელობენ, ჩემთვის
სრულიად მისაღებია, თუმცა მათ ვინაობას ამ ეტაპზე ვერ გაგიმხელთ“,- განაცხადა
ჯავახიშვილმა.
ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ, რა
ინფორმაციას ფლობდა „ქართუ ბანკის“ დირექტორი ფინანსთა მინისტრის პოსტზე ირაკლი მანაგაძის კანდიდატურის
დასახელებასთან დაკავშირებით.
ჯავახიშვილის თქმით, მანაგაძეს ფინანთა
მინისტრობა გაუჭირდება.
„მანაგაძეს ფინანსთა მინისტრობა
გაუჭირდება, თუმცა ეკონომიკური გუნდის სწორად შერჩევის შემდეგ გამორიცხული
არაფერია“,- განმარტა ჯავახიშვილმა.
დღესვე, კოალიციის წევრმა კატეგორიულად
უარყო გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ რომ ბიძინა ივანიშვილმა მას
ეკონომიკის მინისტრის პოსტი შესთავაზა.
„ეს შემოთავაზება არ ყოფილა, თუმცა არ ვიცი
იყო თუ არა ამაზე საუბრი თვითონ კოალიციაში. შემოთავაზების შემთხვევაში არ
დავთანხმდები, რადგან ეს ჩემი საქმიანობის პროფილი არ არის“,- დასძინა მან.
ცნობისთვის, ამ წუთებში ბიძინა
ივანიშვილთან ახალი
მთავრობის
ეკონომიკური
გუნდის ფორმირებაზე კონსულტაციები გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრის პოსტზე ირაკლი მანაგაძის კანდიდატურა განიხილება.
Internet.ge