რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო საქართველოს ახალი მთავრობისგან შეთავაზებებს ელოდება
რუსეთის ტრანსპორტის
სამინისტრო მზადაა საქართველოს ახალ მთავრობასთან ითანამშრომლოს და მოლაპარაკებები
დაიწყოს.
სამინისტროში
იმედოვნებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ბლოკის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ,
სატრანსპორტო კავშირები ორ ქვეყანას შორის გაუმჯობესდება - იუწყება „ლაიფ-ნიუსი“.
- მათ წინადადებები უნდა
შემოგვთავაზონ, ჩვენ მზად ვართ ვიფიქროთ ამაზე და დავიწყოთ მოლაპარაკებები -
განუცხადა გამოცემას რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა მაქსიმ სოკოლოვმა.
Internet.ge