ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში 6 ვაკანტურ თანამდებობაზე წარსადგენ
პირებზე კონსულტაციები მიმდინარეობს. კოალიციაში განმარტავენ, რომ ეკონომუკურ
გუნდს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უახლოეს პერიოდში წარადგენს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე - ირაკლი
მანაგაძის კანდიდატურა განიხილება.
ეკონომიკის სამინისტროს ლაშა ჟვანიას ჩააბარებენ, გარემოს დაცვის
მინისტრის პოსტს, სავარაუდოდ, გიორგი
გაჩეჩილაძე ან ბიძინა გიორგობიანი დაიკავებს.
განათლების მინისტრის თანამდებობაზე ვასილ მაღლაფერიძეს განიხილავენ.
ასევე განიხილებოდა ალექსანდრე კარტოზიას და გია ლომაიას კანდიდატურები. რაც
შეეხება ბესიკ წერედიანს, არსებული ვერსიით,
ის შეიძლება იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტოს ხელმძღვანელი გახდეს.
რაც შეეხება ენერგეტიკის სამინისტროს, შესაძლოა, სათავეში შევარდნაძის
დროინდელი მინისტრი დავით მირცხულავა ჩაუდგეს.
Internet.ge