გიგი უგულავამ 92 წლის ქეთევან ნოდიას აღდგომა მიულოცა
14:33 16.04.2012
|
დღის სიახლეები
|
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული თბილისის მერმა, გიგი უგულავამ, 92 წლის ექიმ-პედიატრს, ქალბატონ - ქეთევან ნოდიას მიულოცა.
ქალბატონი ქეთევანი, 93 წლის წინ, აფხაზეთში, სწორედ აღდგომის დღესასწაულზე დაიბადა და შესაბამისად, ამ დღესასწაულს მისთვის ორმაგი დატვირთვა აქვს.
წლების განმავლობაში ცნობილი პედიატრისა და სახელმწიფო მოღვაწის ოჯახი სოხუმში ცხოვრობდა. აფხაზეთის ომს შეეწირა მისი 42 წლის ვაჟი, ფიზიკის მეცნიერებათა კანდიდატი შოთა შარტავა, რომელიც სოხუმში დაკრძალეს. აფხაზეთის დატოვების შემდეგ, ქალბატონი ქეთევანი, რამდენიმე ქალაქში ცხოვრობდა და საბოლოოდ თბილისში, ნაძალადევის რაიონში დასახლდა.
გიგი უგულვამ ქალბატონ ქეთევანს აღდგომის დღესასწაულთან ერთად დაბადების დღეც მიულოცა. ქეთევან ნოდია 22 აპრილს 93 წლის გახდება. თბილისის მერმა მას ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|