ინციდენტი მოხდა ყაზბეგის ქუჩაზე. ორმა დაუდგენელმა პირმა „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრს მამუკა გუგეშაშვილს ფიზიკური და
სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამ დრომდე უცნობია უკავშირდება თუ არა მომხდარი
საკრებულოს წევრის პოლიტიკურ საქმიანობას.
დაშავებული ამ დროისათვის მკურნალობის კურსს „ავერსის კლინიკაში“
გადის და მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ექმების თქმით, პაციენტის
ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
მომხდართან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ, კომენტარი გააკეთა დედაქალაქის
მერმა, გიგი უგულავას განმარტებით, ბოლო დროს დედაქალაქში ძალადობის ფაქტებმა
იმატა, რაზეც სამართალდამცავებმა ადექვატური რეაქცია უნდა იქონიონ და ყველა დამნაშავე
პასუხიგებაში უნდა მიეცეს.
Internet.ge