თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი
ალასანია ავღანეთში კაპრალის, მინდია
აბაშიძის დარუპვის გამო მწუხარებს გამოთქვამს.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერმა
დაღუპულის ოჯახს სპეციალური განცხადებით მიუსამძიმრა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ავღანეთში დაღუპული მინდია აბაშიძის გამო. სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის, მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური, კაპრალი აბაშიძე ავაღანეთში ჩვენი სამშობლოს, ჩვენი შვილების სტაბილური და მშვიდობინი მომავლისთვის იბრძოდა. ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახს და თანამებრძოლებს“,-
ნათქვამია ირაკლი ალასანიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
internet.ge