GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
აუდიტის სამსახური პარტიების ფინანსურ დეკლარაციებში არსებულ უზუსტობებს აქვეყნებს
10:28 12.10.2012
დღის სიახლეები

პარტიებმა, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში 5 პროცენტიანი ბარიერი გადალახეს, სახელმწიფო აუდიტს საარჩევნო კამპანიის ფონდის ფინანსური ანგარიშბრუნვის ამსახველი დეკლარაცია, აუდიტორულ დასკვნასთან ერთად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უკვე წარუდგინეს.

როგორც  სამსახურში განმარტავენ, „ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობამ - მეტი სარგებელი ხალხს" და „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნებამ“  დოკუმენტაცია კანონით დადგენილ ვადაში წარადგინეს.

საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშგებების შესწავლისა და მათი ანალიზის შედეგად ყველაზე ხშირად საარჩევნო სუბიექტების მიერ დეკლარირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში გამოიკვეთა შემდეგი სახის შეცდომები:

„ხშირად დაშვებული შეცდომები:

1. არ სრულდება ფულის მოძრაობის ბალანსი, რაც ნიშნავს, რომ ფულის საწყის ნაშთს დამატებული ფულის შემოსავალი, გამოკლებული ფულის გასავალი არ უტოლდება ფულის საბოლოო ნაშთს. აღნიშნული ტოლობის გამოსათვლელად გამოიყენება როგორც სალაროს ასევე საბანკო ანგარიშების შემოსავლები და გასავლები.

2. არასწორად არის დეკლარირებული არაფულადი შემოწირულებები საკასო შემოსავლის გრაფაში.

3. არაფინანსური აქტივების შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილი ფორმა N9-ში არ ედრება ფორმა N7-ში (საბალანსე ანგარიშგება) დეკლარირებულ შესაბამის მონაცემებს.

4. არ არის შევსებული ფორმა N9.3 (მოხალისეთა აქტივობის რეესტრი), ან არ არის სრულად დეკლარირებული ორგანიზაციის მიერ და არ ასახავს რეალურად პოლიტიკური სუბიექტის მიერ ჩატარებულ აქტივობებს

5. ფორმა N7 (საბალანსო ანგარიშგება)-ში მოცემული ნაშთები არ ედრება ფორმა N8 (საბანკო ანგარიშები)-ს და საბანკო ამონაწერს.

6. შემოსავლები არასწორადაა გადანაწილებული ფორმა N2-სა და ფორმა N3-ში. საარჩევნო კამპანიის პერიოდში ფორმა N2-ში უნდა იყოს დეკლარირებული თანხები, რომლებიც ჩაირიცხება იმ საბანკო ანგარიშებზე, რომლებიც არ წარმოადგენს საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშს.

7. არასრულადაა წარმოდგენილი ფორმა N9.7 ვალდებულებების რეესტრი, რომლის ჯამიც უნდა ედრებოდეს ფორმა N7-ში (საბალანსე უწყისი) ვალდებულებების ჯამურ ანგარიშს.

8. ვალდებულებების, მოთხოვნების და არაფინანსური აქტივების ცვლილება სრულად არ ასახავს ფაქტობრივ და საკასო ხარჯებს შორის სხვაობას.

9. ფორმები N9.1, N9.2, N9.4, N9.5 და N9.6 არ არის სრულად შევსებული მიუხედავად იმისა, რომ ფორმა N7-ში და ფორმა N5 - ში შევსებულია შესაბამისი მუხლები.

10. ფორმა N7-ში არ სრულდება საბალანსო ტოლობა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების ცენტრის მიერ და სხვა საბიუჯეტო დაფინანსების სწორი დეკლარირება:

1. საარჩევნო სუბიექტები არ ახდენენ ცესკოს მიერ გამოყოფილი უფასო სარეკლამო დროის დეკლარირებას, რადგანაც საქართველოს საარჩევნო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით იგი ხარჯად არ ითვლება.

2. სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების ფონდიდან მიღებული თანხები, ასევე სხვა საბიუჯეტო დაფინანსება თუ ხვდება საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშზე, იგი დეკლარირდება ფორმა N3-ში, თუ იგი ხვდება სხვა ანგარიშზე, მაშინ პოლიტიკურ სუბიექტს არ შეუძლია ამ თანხის გამოყენება საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად და დეკლარირების მიზნებისათვის, იგი ფაქტობრივ და საკასო შემოსავალის სახით აისახება ფორმა N2-ში.

3. ცესკოს მიერ საარჩევნო სუბიექტებისათვის სარეკლამო დროის შესყიდვის მიზნით გადარიცხული თანხების ასახვა უნდა მოხდეს ფორმა N3-ში (საარჩევნო კამპანიის ფონდი), მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა არ ხვდება საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშზე, რადგან იგი იხარჯება საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად. შესამამისად, წარმოადგენს საარჩევნო კამპანიის ფონდის შემოსავალს.

4. არაფინანსური შემოწირულებების ასახვა საარჩევნო პერიოდის მანძილზე ხდება ფორმა N3-ში ფაქტობრივი შემოსავლის სვეტში. (არ ივსება საკასო მონაცემი)“,- აღნიშნულია აუდიტის სამსახურის განცხადებაში.

დარღვევების პრევენციის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიმართავს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომელთაც არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 1 თვის განმავლობაში წარმოსადგენი აქვთ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშგების ფორმები, გაითვალისიწინონ ზემოთჩამოთვლილი შეცდომები, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს მსგავსი ტიპის დარღვევების არსებობა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს აპოლონ კაკაბაძე უხელმძღვანელებს1
გამოიკითხებიან პატიმრები, რომლებიც თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ2
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება3
ხაშურში განმეორებითი არჩევნებისას ბიულეტენში სერგო ქიტიაშვილის კანდიდატურაც იქნება4
აუდიტის სამსახური პარტიების ფინანსურ დეკლარაციებში არსებულ უზუსტობებს აქვეყნებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X