ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში კონსულტაციები გრძელდება. ამ
დროისათვის ივანიშვილთან შესახვედრად კობა დავითაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ტელეკომპანია „სტერეოს“ დამფუძნებელი დავით ზილფიმიანი იმყოფებიან.
მათ
ბიზნესცენტრში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
დავით ზილფიმიანის განცხადებით, ის
ბიზნესცენტრში დაიბარეს, თუმცა ვინ და რატომ ამ კითხვებზე პასუხი არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა
ივანიშვილის ბიზნესცენტრში, ექვს ვაკანტურ თანამდებობაზე კონსულტაციები
მიმდინარეობს.
internet.ge