ცესკო ხაშურის რამდენიმე უბანში მაჟორიტარული არჩევნების ჩატარების თარიღზე მსჯელობს
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხაშურის 4 უბანში მაჟორიტარული არჩევნების ხელახალი არჩევნების
ჩატარების თარიღის შესახებ საარჩევნო
კომისიის სხდომა მიმდინარეობს.
ცნობილია, რომ ამ უბნებზე არჩევნების შედეგები სასამართლოს
გადაწყვეტილებით უკვე გაბათილდა.
„იცით, რომ ხაშურის 5 უბნის შედეგები გაბათილებულია, აქ განმეორებითი
კენჭისყრა 14 ოქტომბერს გაიმართება. ამასთან, ასევე სასამართლოს
გადაწყვეტილებით, ამ უბნებს კიდევ 4 დაემატა. ხაშურში ჯამში 9 უბნის შედეგებია
გაბათილებული ყველა უბანზე ხელახალი კენჭისყრა ჩატარდება“,- აღნიშნა შეხვედრის
დაწყებამდე ცესკოს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო
შედეგებს 20 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.
internet.ge