შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ეკა ზღულაძის
განცხადებით, მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე მხარეები
შეთანხმდნენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აღებულ ვალდებულებებს ბოლომდე
შეინარჩუნებს.
როგორც ჟურნალისტებთან ზღულაძემ განმარტა, სტრუქტურული იერარქიის
გათვალისწინებით ღარიბაშვილს შს სამინისტროში არ შეხვედრია.
„შინაარსიანი შეხვედრა გვქონდა.
დეტალურად განვიხილეთ სტრუქტურა, ბიუჯეტი და ის პრობლემები, რომელიც
გამოსასწორებელია. ახალ მინისტრს თავის ხედვები ჰქონდა, თუმცა რაც მთავარია
ვთანხმდებით სამინისტროს როლზე, რომელიც ამ უწყებას სახელმწიფოს წინაშე
აკისრია. ბატონი ღარიბაშვილის განცხადებით
სამინისტრო საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეების უსაფრთხოებას მომავალშიც დაიცავს. ძალიან სასიამოვნო იყო ამ მოსაზრების
მოსმენა“,- განაცხადა ზღულაძემ.
internet.ge