რამდენიმე წუთის წინ, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრი უშიშროების
საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიმ დატოვა.
მას ბიზნესცენტრთან შეკრებილ ჟურნალისტებთან კომენტარი შეხვედრის
დასრულების შემდეგაც არ გაუკეთებია.
უცნობია რა საკითხებზე ისაუბრა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ
ბიძინა ივანიშვილთან.
როგორც ბიზნესცენტრთან შეკრებილი ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი,
შეხვედრის შესახებ განცხადებას უშიშროების საბჭოს მდივანი კანცელარიაში გააკეთებს.
internet.ge