ივანიშვილის ბიზნესცენტრში "ქართული ოცნების" ლიდერები იკრიბებიან
15:55 12.10.2012
|
დღის სიახლეები
|
ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში „ქართული ოცნების“ ლიდერები იკრიბებიან, ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნება" ავრცელებს.
ბიზნესცენტრში ირაკლი ალასანია, ირაკლი ჩიქოვანი , ეკა ბესელია, ნოდარ ხადური, ზვიად ძიძიგური, ვიქტორ დოლიძე, დავით უსუფაშვილი, ირაკლი სესიაშვილი, გუბაზ სანიკიძე, ზურაბ აბაშიძე, დავით ბერძენიშვილი, დავით საგანელიძე, ზურაბ ტყემალაძე და მურმან დუმბაძე მივიდნენ. როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს დაახლოებით ბიუროს ფორმატში ვიცე-სპიკერებისა და კომიტეტების თავმჯდომარეების დონეზე იკრიბებიან, რათა პირველი სხდომის მოსამზადებელ საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელონ.
"უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიმსჯელოთ პირველი რიგის საკითხების გადასაწყვეტად. გუნდის შიგნით ბევრ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები. დღეს ვიკრიბებით დაახლოებით ბიუროს ფორმატში იმისთვის, რომ პარლამენტის პირველ სხდომაზე დაკავშირებული საკითხები განვიხილოთ", - აღნიშნა ეკა ბესელიამ. ნათქვამია "ქართული ოცნების" საინფორმაციო გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ივანიშვილისა და გიგა ბოკერიას შეხვედრა, რომელიც საათნახევარს გრძელდებოდა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|