„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩევნების განმეორებით კენჭისყრას, ყველა საარჩევნო უბანზე დააკვირდება. კენჭისყრა 14 ოქტომბერს გაიმართება.
„სამარლიანი
არჩევნები“
განმეორებით კენჭისყრას №13 სიღნაღის საარჩევნო ოლქის - №5 საარჩევნო უბანზე, №32 გორის საარჩევნო ოლქის
- №4 საარჩევნო
უბანზე,
№35 ხაშურის
საარჩევნო
ოლქის -
№1, № 2, №3, №8, №9, №10, №13, №45, №46 უბნებზე, საარჩევნო
უბნების
გახსნიდან
შედეგების
შეჯამებამდე
პერიოდში დააკვირდება.
შეგახსენენებთ, რომ საარჩევნო უბნებზე, სადაც მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე გამართული არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი, საქართველოს საარჩევნო
კოდექსის
125-ე მუხლის მე-15
და მე-16 პუნქტებით დადგენილი წესით განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება.
internet.ge