ამერიკის
შეერთებული
შტატების ელჩმა
საქართველოში
რიჩარდ ნორლანდმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრი უკომენტაროდ დატოვა.
უცნობია, რაზე ისაუბრეს ელჩმა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა დაახლოებით
ნახევარი საათის განმავლობაში.
რაც შეეხება ბიზნესცენტრში მიმდინარე კონსულტაციებს, მამუკა არეშიძის
თქმით, ივანიშვილთან შეხვედრას მინისტრობის ყველა ის კანდიდატი ესწრება, რომლებიც ოფიციალურად
არიან დასახელებულნი.
Internet.ge