პოლიცია,
ვიდეოკამარების ჩანაწერის მიხედვით, ბოროტმოქმედს ეძებს,
რომელმაც დენვერში, ბარაკ ობამას საარჩევნო შტაბის ფანჯარას ესროლა.
სამართალდამცავებმა
დაადგინეს, რომ ბოროტმოქმედმა ცეცხლი ობამას შტაბს მანქანიდან გაუხსნა, რომელმაც
შენობასთან ჩაიარა. საბედნიეროდ, შტაბში მყოფთაგან არავინ დაზარალებულა.
ახლა პოლიციას ხელთ აქვს
სათვალთვალო კამერების ჩანაწერი და სწორედ ამ კადრების მიხედვით აღადგენენ
მომხდარის დეტალებს.
Internet.ge