პატიმრების მშობლები სახალხო დამცველის პოსტზე დიმიტრი ლორთქიფანიძის დანიშვნას ითხოვენ
პატიმრების მშობლები და ახლობლები სახალხო დამცველის პოსტზე დიმიტრი
ლორთქიფანიძის დანიშნას ითხოვენ. ამ მოთხოვნით მათ აქციები, გლდანის მერვე
საპყრობილესთან და კოალიაცია „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართეს.
აქციის ორგანიზატორები აცახადებენ, რომ ლორთქიფანიძის მხარდასაჭერად უკვე
3000 ხელმოწერა აქვთ შეგროვებული. პატიმრების ახლობლები თხოვნით ბიძინა
ივანიშვილსაც მიმართავენ, რომ გათვალისწინებული იქნას მათი აზრი და ლორთქიფანიძის
კანდიდატურა განიხილონ.
გლდანის ციხესთან შეკრებილების თქმით, დიმიტრი ლორთქიფანიძე წლების
განმავალობაში იცავდა პატიმრებისა და ყველა ღირსებაშელახული პირის უფლებებს.
დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, მისთვის დიდი პატივია, რომ საზოგადოების
მხრიდან ასეთი მოთხოვნა არსებობს.
Internet.ge