ხაშურში განმეორებითი არჩევნებისას ბიულეტენში სერგო ქიტიაშვილის კანდიდატურაც იქნება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატი სერგო ქიტიაშვილი ხვალ
გასამართ კენჭისყრის ბიულეტენში მაინც მოხვდება. აღნიშნული განცხადება ცენტრალური
საარჩევნო კომიისს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა გააკეთა.
„კანდიდატს შეუძლია განცხადება
გააკეთოს კანდიდატურის მოხსნასთან
დაკავშირებით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიულეტენში მისი სახელი და გვარი არ
იქნება“,- განაცხადა პრესსპიკერმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატმა სერგო
ქიტიაშვილმა საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადება დღეს გააკეთა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება
პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ზეწოლის შემდეგ მიიღო.
პარლამენტის
მაჟორიტარული
სისტემით არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა ხვალ, გაიმართება.
განმეორებითი
არჩევნები
შემდეგ საარჩევნო უბნებში დაინიშნა: №13 სიღნაღის საარჩევნო ოლქის - №5;
№32, გორის
საარჩევნო
ოლქის -
№4; №35, ხაშურის
საარჩევნო
ოლქის -№
3, №8, №10, №45, №46 უბნები.
განმეორებითი
კენჭისყრის
გამართვა დაევალა შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიების იმავე შემადგენლობებს,
გარდა ორი უბნისა - №13 სიღნაღის საარჩევნო ოლქის №5 უბანში კენჭისყრას გამართავს იმავე ოლქის №31 საუბნო საარჩევნო კომისია, ხოლო №35 ხაშურის საარჩევნო ოლქის №45 უბანში - №7 საუბნო საარჩევნო კომისია.
Internet.ge