პარლამენტში, მიმდინარე კვირას, სრულიად ახალი რეგლამენტის ინიცირება მოხდება.
პროექტის ინიცირება შესაძლოა, დღეს, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდეს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ხათუნა გოგორიშვილმა განუცხადა, პარლამენტი პროექტის ინიცირებას ამ კვირაში მოახდენს, ხოლო მისი მიღება საგაზაფხულო სესიის ბოლომდე
მოხდება.
რაც შეეხება სიახლეებს, გოგორიშვილის მტკიცებით, ახალ რეგლამენტში ბევრი სიახლე იქნება, თუმცა, საპარლამენტო კომიტეტებისა და პლენარული სხდომების ჩატარების პროცედურა არ შეიცვლება.
Internet.ge