ხაჩიძე: თქვე კაი ხალხო, "ვიდზე" თუ არ მოგწონდით გეთქვათ და ეგება პლასტიკურ ოპერაციას ვიკეთებდით
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გოგა ხაჩიძე ბიძინა ივანიშვილის გუნდის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს „ფეისბუქის“ საკუთარი გვერდიდან ეხმაურება.
გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ახალი მინისტრობის კანდიდატების საპასუხოდ აცხადებს: „აბა, თქვე კაი ხალხო, "ვიდზე" თუ არ მოგწონდით გეთქვათ და ეგება პლასტიკურ ოპერაციას ვიკეთებდით“...
„ნატოში უნდა შევიდეთო, რუსეთი ოკუპანტიაო, ავღანეთში უნდა დავრჩეთო, ბევრი კარგი პროექტია დაწყებული და უნდა გავაგრძელოთო, იუსტიციის სახლები გადასარევიაო, პოლიცია კარგად მუშაობსო, კრიმინალს ნულოვანი ტოლერანტობაო, მეჩეთი უნდა აშენდესო, პენსიას ცოტათი გავზრდითო, ცოტა მოითმინეთო...
აბა, თქვე კაი ხალხო, "ვიდზე" თუ არ მოგწონდით გეთქვათ და ეგება პლასტიკურ ოპერაციას ვიკეთებდით“,- წერს ხაჩიძე.
Internet.ge