ექსპერტი გია ხუხაშვილი კოალიცია
„ქართული ოცნებიდან" მიდის. მისი თქმით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ კოალიცია დატოვოს და „ამ
პროცესებს“ გაერიდოს:
„მთავარი მიზანი უკვე მიღწეულია. არ
გამოვრიცხავ, რომ „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი კრიტიკოსი გავხდე. სამოქალაქო
სექტორი ჩემი მოწოდებაა, თუმცა, არ დავასწრებ მოვლენებს, ალბათ, ორშაბათს
საგანგებო განცხადებას გავაკეთებ. ქვეყანაში ძლიერი სამოქალაქო სექტორის ჩამოყალიბებაა
საჭირო. მე არ მქონია და არ
მაქვს არც კარიერისტული, არც კეთილდღეობითი ამბიცია და მისწრაფებები, მთელი ამ
ხნის განმავლობაში კი ვასრულებდი ჩემთვის არადამახასიათებელ სამუშაოს: ბევრს
ვაწყენინე, ბევრს გული დავწყვიტე, ბევრს სისხლი გავუშრე, ამიტომ ვისარგებლებ და
მათ ყველას მოვუხდი ბოდიშს“, - თქვა ჟურნალისტებთან საუბარში გია ხუხაშვილმა.
მისი თქმით, ის ორშაბათს კოალიციიდან
წასვლის თაობაზე ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.
Internet.ge