მეხუთე კლასის ოდესელი მოსწავლე უკრაინული ენის
გაკვეთილზე გარდაიცვალა.
მოსწავლეები კლასში შესული მასწავლებლის
მისასალმებლად ფეხზე წამოდგნენ, სწორედ ამ დროს ბიჭუნამ გონება დაკარგა და წაიქცა.
ბავშვის გადარჩენას უშედეგოდ ცდილობდნენ
ოპერატიულად გამოძახებული სასწრაფო დახმარების ექიმები.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, ტრაგიკულ
შემთხვევას არანაირი ისეთი ფაქტი არ უსწრებდა წინ, რასაც ბავშვის სიკვდილთან
შეიძლება რაიმე კავშირი ჰქონდეს.
Internet.ge