28 წლის მამაკაცმა უცნობი ვირუსის წყალობით უკვე
220 კილოგრამით მოიმატა.
ჩინელი ხაო კუნბაო კვირაში 10 კილოგრამს იმატებს,
ექიმებს კი ჯერჯერობით ერთადერთი ახსნა აქვთ - წონის მატება უცნობი ვირუსის
ბრალია, რომლის შესახებაც ჯერ არაფერი იციან და შესაბამისად, არც მის წინააღმდეგ
ბრძოლა შეუძლიათ.
თუმცა შანხაელმა მედიკოსებმა პირობა დადეს, რომ
ვირუსს აუცილებლად მოერევიან და ხაო კუნბაოს ამ საშინელებისგან იხსნიან.
Internet.ge